უძილო ღამეებს ყოველთვის უარყოფითად ვუყურებდი,გინდა დაიძინო და უაზროდ მოსული ფიქრები არ გასვენებენ,თვალებს ხუჭავ და ითვლი ასამდე,თუმცა რიცხვებს ფონად პრობლემები მოყვებიან. გინდა დაიძინო,თუმცა ჩნდება ის გარდამავალი წამი, როცა საკუთარ თავზე კი არა, იმაზე გეფიქრება დღეს ქმარმა,სიცოცხლეს გამოასალმა ცოლი,რომელიც ისე ,,უყვარდა’’ რომ მასთან განქორწინებას ვერ აიტანდა. ქმარმა ცოლი მოკლა, იმიტომ რომ იეჭვიანა, ქმარმა ცოლი მოკლა, იმიტომ რომ მან წყობიდან გამოიყვანა...
ფაქტები უამრავია და მოტივებიც რა თქმა უნდა თითქმის ყველა მსგავსი, იმ ხალხის რაოდენობაც ბევრია ვისაც შველა შეეძლო,თუმცა ,,გამამართლებელი საბუთი’’ აქვთ თუ რატო არ შველოდნენ. გეფიქრება მეზობლებზე,რომლებიც რა თქმა უნდა წლები ისმენდნენ ცოლების განწირულ ხმებს, იმ ხმებს რომლებიც შველას ითხოვდნენ,სამწუხაროდ არც საშველი და არც მაშველი არსად იყო,რადგან ,,აბა,მე ვინ მეკითხება,ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ხო არ ჩავერეოდი,’’ ,,წყობიდან გამოიყვანა ეტყობა თორემ ძალიან კარგი ბიჭია უმიზეზოდ არ იზამდა მაგას,’’ ,,ცოლ-ქმარი ხან იჩხუბებს,ხან შერიგდება.’’
ისმენ ამ ყველაფერს და ფიქრობ მომავალზე,რომელიც არ იცი როგორი იქნება,მითუმეტეს ისეთ სოციუმში,რომელსაც ადამიანის მოკვლის გამართლება შეუძლია,რომელიც არ ფიქრობს საკუთარ შვილზე.ზრდის გოგოს ისე,რომ ქმარი წყობიდან არ გამოიყვანოს, და ბიჭს ისე,რომ ცოლი თუ გააბრაზებს შეუძლია მინიმუმ ცემოს. ნუ გვეშინია, ღმერთის სახელითაც გაგვიმართლებენ,ცოლი ქმრის ერთგული და დამჯერი უნდა იყოს და რას ქვია მას არ დაემორჩილაო. და ავიწყდებათ ღმერთი, რომელიც არა კაც კვლას გვიქადაგებს,რომლის გარდაც არ აქვს არავის უფლება სიცოცხლე მოუსწრაფოს ვინმეს.
ეს ფიქრებია,რომელიც იმ გარდამავალ წამს ჩნდება,რომ ვთქვი საკუთარ თავზე კი არა,იმ პრობლემებზე გაფიქრებს ირგვლივ რომ ტრიალებს მეთქი, და შევმცდარვარ. ზუსტად ის ფიქრები ყოფილა,თურმე პირველ რიგში შენზე რომ გაფიქრებს. საკუთარ თავს აყენებ იმათ ადგილას და გეშინია,გეშინია ერთხელ შენ არ იყო იმ ცოლთა სიაში,რომელიც მოკლეს, გეშინია შენც არ იყოს ის მეზობელი,რომელიც საკუთარ სისუსტეს აბსურდული მიზეზით გაამართლებს,გეშინია მომავალში შვილი არ მოგიკლან,ან მკვლელი არ გაზარდო.
Комментариев нет:
Отправить комментарий